„დღის რეჟიმი“- ნინოწმინდის N1 სკოლის მე-2 კლასელთა სახალისო გაკვეთილი 
23-12-2024

ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლის მე-2 კლასელებმა უკვე კარგად იციან, რომ სწორად წარმართული დღე ჯანსაღი ცხოვრებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ახლახან, მე-2 კლასის მოსწავლეებს, ქართული ენის მასწავლებელ ლუსინე მოსოიანის ხელმძღვანელობით, თემაზე - „დღის რეჟიმი“ საინტერესო გაკვეთილი ჩაუტარდათ. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ბავშვებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა აქტივობის მომზადებასა და წარდგენაში.

მოსწავლეებმა გაიაზრეს ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობა და მათი დღის რეჟიმი ნახატებშიც ასახეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203