ქუთაისის N45 საჯარო სკოლაში მიგრანტთა საერთაშორისო დღეს საინფორმაციო შეხვედრა მიეძღვნა 
23-12-2024

ქუთაისის N45 საჯარო სკოლაში, მიგრანტთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ყრუ და სმენადაქვეითებული მოსწავლეებისთვის გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა.

ღონისძიება ქართული ენისა და ქართული ჟესტური ენის კათედრის ინიციატივით მოეწყო და ემიგრანტობის თემას მიეძღვნა.

შეხვედრაზე მონაწილეებმა ისაუბრეს ემიგრაციის პრობლემებზე, ემიგრანტთა ცხოვრების გამოწვევებსა და მათ განცდებთან დაკავშირებულ ასპექტებზე. მოსწავლეებმა გააანალიზეს შესწავლილი მხატვრული ტექსტები და ნანახი ფილმები, რომლებიც ემიგრანტთა თემატიკას ეხებოდა.

პედაგოგების ხელმძღვანელობით, მხატვრული ტექსტებისა და ფილმების შთაგონებით, მოსწავლეებმა Canva-ს პროგრამის გამოყენებით შექმნეს პოსტერები, რომლებზეც ასახეს ემიგრანტთა სევდიანი ისტორიები. ეს ვიზუალური ნამუშევრები გადმოსცემს ემიგრანტთა ცხოვრების რთულ პერიოდებს, სევდასა და ნოსტალგიას.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ამ სახის ღონისძიებები მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ემპათიის უნარს, ხელს უწყობს მოსწავლეთა პიროვნულ განვითარებასა და საზოგადოებრივი საკითხების გააზრებას.

აღსანიშნავია, რომ ქუთაისის N45 საჯარო რესურსსკოლა საგანმანათლებლო და პანსიონურ მომსახურებას უწევს ზოგადი განათლების დაწყებით და საბაზო საფეხურზე დასავლეთ საქართველოში მცხოვრებ სმენის დარღვევის მქონე ბავშვებს.

სკოლაში სწავლა-სწავლება მიმდინარეობს სსსმ მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებეზე, შესაძლებლობებსა და ინტერესებზე დაყრდნობით,  ქართული ჟესტური ენის ან/და ბილინგვური სწავლების პრინციპების გამოყენებით. სასწავლო პროცესში დანერგილია ის მიდგომები და სტრატეგიები, რომლებიც პასუხობს სმენის დარღვევის მქონე მოსწავლის სწავლასთან დაკავშირებულ სირთულეებსა და გამოწვევებს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203