მთავარი ცვლილებები ბაღებში - რა წერია ბიუჯეტის პროექტში
26-12-2024

ადიგენის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტი ცნობილია. დოკუმენტში გაწერილია, თუ რა ცვლილებები შეეხება ადგილობრივ სკოლამდელ დაწესებულებებს.

დადგენილებაში ნათქვამია, რომ მუნიციპალიტეტში სულ 385 სკოლამდელი ასაკის ბავშვია რეგისტრირებული, ტერიტორიაზე განთავსებულ 12 საბავშვო ბაღში დღეის მდგომარეობით შესაძლებელია 387 ბავშვის სწავლება. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში დასაქმებულია 139 თანამშრომელი, მათ შორის 21 აღმზრდელი და 21 აღმზრდელის თანაშემწე.

„ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად იგეგმება: სკოლამდელი აღზრდის სფეროში მართვის პოლიტიკის განხორციელება, სტანდარტების შესაბამისი სააღმზრდელო პროგრამა/მეთოდოლოგის დახვეწა, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისი კვებით უზრუნველყოფა, ასევე მიმდებარე სოფლებიდან აღსაზრდელთა ტრანსპორტით უზრუნველყოფა,აღსაზრდელთა უსაფრთხოების მიზნით საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის(ეზო, შენობა, ინვენტარი და სხვა) განვითარება. საბავშვო ბაღების პერსონალის შრომითი პირობების გაუმჯობესება , მათი კვალიფიკაციის ამაღლება და სხვა“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203