კიროვკის საჯარო სკოლაში ქართული ენის კვირეული ჩატარდა
18-06-2018
კიროვკის საჯარო სკოლაში ქართული ენის კვირეული ჩატარდა. 

ღონისძიებაში V, VI, VII და IX კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

ღონისძიებას ქართულის, როგორც მეორე ენის კონსულტანტ-მასწავლებელი მზია ჩოქური ხელმძღვანელობდა. 

მოსწავლეებმა კედლის გაზეთი შექმნეს, დიდი მონდომებით ჩაერთნენ კალიგრაფიის კონკურსში და წაიკითხეს ლექსები ქართულ ანბანზე. 

ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებს დიპლომები გადაეცათ. 

იხილეთ ვიდეოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203