ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებით დატვირთულ გაკვეთილებს სთავაზობენ, რომლებშიც ბავშვები დიდი მონდომებით ერთვებიან.
ამჯერად, სკოლის მე-2 კლასში სამოდელო გაკვეთილი ჩატარდა.
გაკვეთილის თემა: „სამნიშნა რიცხვების ქვეშმიწერით შეკრება“ იყო და მას მასწავლებელი ნონა ფარტენაძე ხელმძღვანელობდა.
მოსწავლეებმა გაკვეთილზე ცოდნა წარმოაჩინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეები ენთუზიაზმით იყვნენ ჩართულნი.
აღსანიშნავია, რომ სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ.
იხილეთ ფოტოები: