ქართულ-ევროპულ სკოლა „ორნატში“ ახალგაზრდების განვითარებასა და წარმატებულ მომავალზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა ჩამოყალიბებული.
ახლახან, „ნორჩ მკითხველთა კლუბის“ მუშაობის ფარგლებში, მე-8 კლასში მორიგი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.
მასში მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის - სოფიკო აბესაძე ხელმძღვანელობით ჩაერთნენ. მათ საინტერესოდ და ამომწურავად ისაუბრეს, ინფორმაცია ერთმანეთს გაუზიარეს და დრო შინაარსიანად გაატარეს.
„ნორჩ მკითხველთა კლუბის“ ბავშვები სიხარულითა და ინტერესით აქტიურობენ. ჩვენ საუკეთესო მკითხველად ჩამოყალიბებას ვუწყობთ ხელს“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: