ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატის“ მოსწავლეები სხვადასხვა სასკოლო აქტივობაში მონდომებით ერთვებიან.
მათ შორის, მე-4 კლასის მოსწავლეებმა კომპლექსური დავალება - Story of my favorite animal წარმატებით შეასრულეს.
ბავშვებმა თავიანთი საყვარელი ცხოველის შესახებ ისტორიები შეთხზეს და პრეზენტაცია, ბუკლეტებისა და პოსტერების საშუალებით, გამართეს.
მათვე დასმულ შეკითხვებს უპასუხეს და ამ ყველაფრისთვის შესწავლილი ენობრივი საშუალებები გამოიყენეს.
პრეზენტაციის ხელმძღვანელი ინგლისური ენის პედაგოგი - თამარ თურქაძე გახლდათ.
იხილეთ ფოტოები: