საბუნებისმეტყველო თემების სწავლებაში მედიაწიგნიერების როლი - თბილისის N166 სკოლაში საინტერესო აქტივობა გაიმართა  
23-12-2024

თბილისის N166 საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მედიაწიგნიერების დონის ამაღლებას, სწორედ ამ მიზნით საინტერესო აქტივობები და შეხვედრები იმართება. 

აქტივობების მთვარი მოტივია გახლავთ ის, რომ დღეს მედიაწიგნიერება ერთ-ერთი მძლავრი საინფორმაციო საშუალებაა, რომელიც ეხება ადამიანის ცხოვრების ყველა სფეროს, მათ შორის საბუნებისმეტყველო თემების სწავლებასაც.

სწორედ ამ თემაზე, მე-9 და მე-9 კლასის მოსწავლეებმა ენდოკრინული ჯირკვლებისა და მრავალფეროვანი ჰორმონების აგებულების, ფუნქციების, დაავადებების გამომწვევი მიზეზების და თავიდან აცილების გზების შესახებ მრავალგვარი ფორმის მულტიმედია ტექსტების აღქმა-გააზრება შეძლეს და მიღებული ინფორმაციის გაფილტვრა და ინტერპრეტირება მოახერხეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, გაკვეთილებზე სხვადასხვა აქტივობებით, დისკუსიებით, დებატებით, სხვადასხვა ფორმის შეკითხვებით, მოსწავლეებმა უკეთესად გაიაზრეს, დაიმახსოვრეს მრავალფეროვანი ჰორმონების მოქმედების მექანიზმები.

ბოლოს კი, სასწავლო მიზნის მისაღწევად ჩატარდა დაგეგმილი აქტივობა „სასწავლო გაჩერებები“, რომელებიც ემსახურებოდა ახალი ცოდნის სტრუქტურის შექმნას.

კლასი დაიყო მცირე ჯგუფებად, რომლებსაც თითო გაჩერებაზე ხვდებოდა კონკრეტული ჯირკვლის და მისი ჰორმონების ამოსაცნობი მინიშნებები, ბარათები დატანილი ტექსტებით და ილუსტრაციებით. მოსწავლეები ერთ კონკრეტულ „გაჩერებასთან“ ატარებდენ მასწავლებლის მიერ წინასწარ განსაზღვრულ დროს, ასრულებდნენ ინსტრუქციით გათვალისწინებულ სამუშაოს და შემდეგ გადაადგილდებოდნენ მომდევნო „გაჩერებაზე“. ეს პროცესი გრძელდებოდა მანამდე, სანამ ყველ ჯგუფი შეასრულებდა მოცემულ დავალებას.

საბოლოოდ ყველა ჯგუფმა შეავსო ცხრილები და პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს პოსტერები. წარმოდგენილი ნამუშევრების საფუძველზე, მასწავლებელმა დაასკვნა, რომ მიაღწია მიზანს და რაც მთავარია, მოსწავლეებმა მიღებული ცოდნა დაუკავშირეს ყოველდღიურ ცხოვრებას.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეები უჩვეულო გარემოში მეტად ხალიასიანად, ენერგიულად, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე ასრულებდნენ დავალებებს. წახალისების მიზნით მათ მიენიჭათ ნომინაციები და დაჯილდოვდნენ დიპლომებით.

აღსანიშნავია, რომ ხელმძღვანელი მასწავლებელი მარინა კაპანაძე გახლდათ. 

იხილეთ ვიდეო: 


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203