„კულტურული მრავალფეროვნება“ - თორიის საჯარო სკოლის მე-9 კლასელთა საინტერესო ღონისძიება
23-12-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ თორიის საჯარო სკოლაში, მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა როგორც ფორმალურ, ასევე არაფორმალურ განათლებას. ამას ადასტურებს ის ღონისძიებები და აქტივობები, რომლებიც სკოლაში იმართება.

ამჯერად, ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელმა - ანჟელა ღაზარიანმა მე-9 კლასის მოსწავლეებთან ერთად არაფორმალური განათლების ფარგლებში ჩაატარა ღონისძიება „კულტურული მრავალფეროვნება“

ღონისძიებაზე წარდგენილი იყო სამი ქვეყნის: სომხეთის, საქართველოსა და ესპანეთის კულტურა და სამზარეულო. 

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე სახალისო სპექტაკლებით, ცეკვით, სიმღერით წარდგნენ.

მათ ასევე თემატური, საინტერესო პოსტერები მოამზადეს.

ღონისძიება, როგორც სკოლაში გვიყვებიან, ძალიან საინტერესო და სახალისო გამოვიდა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203