ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ მამწვარას საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგები მუდმივად ზრუნავენ მოსწავლეებს საინტერესო აქტივობები შესთავაზონ და მათვის გაკვეთილები მეტად დაუვიწყარი გახადონ.
ამჯერად, სკოლაში აქტურად მიმდინარეობს მუსიკის ღია გაკვეთილები, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ინტერესითა და შემართებით ერთვებიან.
აღსანიშნავია, რომ გაკვეთილებს მასწავლებელი ვარდუჰი მარაბიანი ხელმძღვანელობს და მოსწავლეებისთვის სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნებაზე ზრუნავს.
სკოლაში გააზრებული აქვთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის არა მარტო თეორიული ცოდნის გადაცემა, არამედ პრაქტიკული სწავლებაც.
იხილეთ ვიდეო: