როგორ შეაყვაროთ ბავშვებს კითხვა?- თბილისის N31 საჯარო სკოლის პედაგოგის და საბავშვო მწერლის - ნათია აბულაძის 5 ოქროს წესი
23-12-2024

თბილისის N31 საჯარო სკოლის მოსწავლეებს წიგნიერების დიდი სამყაროში მეგზურობას საბავშვო მწერალი და პედაგოგი ნათია აბულაძე უწევს, პატარებს ლიტერატურას აყვარებს და არწმუნებს, რომ ყველა წიგნი მათ დაუვიწყარ ისტორიას მოუყვება. 

დღეს, საბავშვო მწერალი და პედაგოგი თავის მიგნებას გვიზიარებს და გვთავაზობს 5 ოქროს წესს, რომლის საშუალებითაც ბავშვებს კითხვას შევაყვარებთ: 

1. მიეცით შვილს მაგალითი! - უპირველეს ყოვლისა, ბავშვს უნდა ჰქონდეს იმის განცდა, რომ ოჯახში წიგნი ფასეულობაა და მისი კითხვა უყვართ.

2. შეუქმენით დადებითი დამოკიდებულება წიგნის მიმართ! - სანიმუშო ქცევისთვის, სწავლისთვის და სხვა დამსახურებისთვის დააწესეთ წიგნი წამაყალისებელ საჩუქრად, როგორც ძვირფასი ჯილდო.

3. სახლში ერთად მოაწყვეთ პატარა ბიბლიოთეკა! - ესაუბრეთ ავტორებზე და მათ შემოქმედებაზე. მოაწყვეთ პოეზიისა და პროზის წუთები,ოღონდ გაითვალისწინეთ მათი ასაკობრივი განვითარების დონე.

4. წიგნის კითხვა ზეიმად აქციეთ! - ისე წარმართეთ სიტუაცია, რომ კითხვა თავად გაახსენდეს და აიღოს ხელში წიგნი. არავითან შემთხვევაში არ მიუთითოთ მკაცრად და მითუმეტეს არ დააძალოთ.

5. მოაწყვეთ კონკურსი „საუკეთესო დეკლამატორი“ - ბავშვმა ლექსი ან მოთხრობა უნდა წაიკითხოს მხატვრულად, რომლის შემდეგაც დაჯილდოვდება. ეს შეიძლება მოეწყოს თვეში ერთხელ, ხოლო დანარჩენი პერიოდი მომზადებას ეთმობა. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203