ციხესულორის საჯარო სკოლაში ღონისძიება - „ანბანის გაცილება“ ჩატარდა.
ღონისძიებას კლასის დამრიგებელი სერთიფიცირებული უფროსი მასწავლებელი მანანა გელაშვილი ხელმძღვანელობდა.
პირველი კლასის დამთავრება მარიამ ბანძავამ, სოფია სილაგაძემ, ლიზი კახაძემ, ქრისტინე ხურციძემ, ლუკა ბელთაძემ იზეიმეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეთა სიმცირის გამო ღონისძიებაში მე-2, მე-3 და მე-4 კლასელები ჩაერთვნენ.
„ლამაზად გაფორმებულ დარბაზის კედელი იაკობ გოგებაშვილის პორტრეტითა და მისივე ანბანით იყო მორთული. საპატიო ადგილზე იდო - „დედა ენა“. პატარების ყოველი გამოსვლა - ლექსი, სიმღერა თუ ინსცენირება დედა ენას და მის შემომქმედს იაკობ გოგებაშვილს ეძღვნებოდა. მოსწავლეები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ლექსის თქმაში, სიმღერასა და ცეკვაში, მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს ანბანის შექმნისა და დალაგების ისტორია, რომელიც ინსცენირებით წარმოადგინეს. მოზარდებმა ლექსები მათემატიკურ ციფრებსაც მიუძღვნეს და „ციფრების საუბარი“ წარმოადგინეს “,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
ღონისძიების მომზადებაში დიდი წვლილი მიუძღვით ქორეოგრაფ მალხაზ ქიმუცაძეს და მუსიკის მასწავლებელს მაია თოდრიას.
ღონისძიების ბოლოს სკოლის დირექტორმა ნატო ჩახუნაშვილმა აღსაზრდელებს პირველი სასწავლო წლის წარმატებით დასრულება მიულოცა და ცოდნის მწვერვალების დასაპყრობა უსურვა.
ღონისძიებას მშობლები, მასწავლებლები, მშობლები და მოწვეული სტუმრები - სოფლის გამგებელი შოთა დიასამიძე, სოფლის დეპუტატი შოთა გიორგაძე და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.
იხილეთ ფოტო