მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიწმენდის საჯარო სკოლაში ზღაპრული წინასაახალწლო განწყობაა.
პირველკლასელებმა გამართეს საახალწლო ღონისძიება.
მშობლების ჩართულობითა და მათი დახმარებით კლასი საზეიმოდ იყო მოწყობილი.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს დადგმა - „ტყის საახალწლო ზღაპარი“. მათ შესანიშნავად მოირგეს როლები. ასევე ლექსებით და სიმღერებით გააცილეს ძველი წელი და ახალი იმედებით და სურვილებით ეგებებიან დამდეგს.
მოსწავლები თოვლის პაპამაც გაახარა და სააჩუქრები დაურიგა.
ღონისძიებას ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნონა რაზმაძე ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები: