პედაგოგები 22-საათიან ტრენინგს გაივლიან - მასწავლებლის სახლი დეტალებზე
24-12-2024

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი და ბრიტანეთის საბჭო იწვევს ინგლისური ენის მასწავლებლებს დარეგისტრირდნენ ინგლისური ენის მასწავლებელთა ონლაინ საზოგადოების ტრენინგ პროგრამაზე.

სამი მოდულისგან შემდგარი 22-საათიანი ონლაინ პროფესიული განვითარების პროგრამა ფოკუსირებულია სკოლის მოსწავლეებისთვის ინგლისურის სწავლების მეთოდებზე.

ტრენინგ-კურსის მონაწილეებს მოეთხოვებათ თვითშესწავლის მოდულების შესრულება, ლაივ სესიებში, ფორუმებში, ვებინარებში აქტიური მონაწილეობა და რეფლექსიური ჟურნალების მომზადება. ტრენინგის მონაწილეებს ასევე ეძლევათ საშუალება გაეცნონ კოლეგების გამოცდილებას და დაამყარონ პროფესიული კავშირები.

ტრენინგ პროგრამა მოიცავს 8 კვირას, 2025 წლის 10 თებერვლიდან - 30 მარტამდე პერიოდში.

პროგრამის კომპონენტებია:

3 თვითშესწავლის მოდული (9 საათი);

3 ვებინარი მოდერატორთან;

3 ლაივ სესია ფასილიტატორთან კოლეგების მონაწილეობით;

3 ფორუმ დისკუსია;

4 რეფლექსიური ჟურნალის მომზადება და ატვირთვა ელექტრონული პორტფოლიოსთვის.

შერჩევის კრიტერიუმები:

საქართველოს მოქალაქეობა;

საქართველოს განათლების სისტემაში მუშაობა;

საბაზისო IT უნარები ონლაინ პლატფორმაზე დასარეგისტრირებლად, საკუთარ ანგარიშზე წვდომისთვის და აქტივობებში ჩართვისთვის;

ინგლისურის ცოდნის მინიმალური დონე- B1Minimum.

რეგისტრაცია:

რეგისტრაციის ბმული გაიხსნა 2024 წლის 22 დეკემბერს დილის 10:00სთ-ზე GMT.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2025წლის 12 იანვარი 23.59სთ GMT.

 მასწავლებელთა ონლაინ ტრენინგზე დასარეგისტრირებლად 2024 წლის 22 დეკემბრიდან - 2025 წლის 12 იანვრამდე შეავსეთ ონლაინ ფორმა: https://forms.office.com/e/h0TBrRZDvh

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203