პირველი სემესტრის მიწურულს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N2 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა საგნობრივი ცოდნა საინტერესოდ შეაჯამეს.
მე-3 კლასის მასწავლებელმა - თამილა ჭაჭუამ სადამრიგებლო კლასში საინტერესო ვიქტორინა ჩაატარა.
მოსწავლეები ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ ღონისძიების მიმდინარეობაში და პირველი სემესტრის განმავლობაში სხვადასხვა საგნებში: ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში ნასწავლი მასალა ვიქტორინის სახით საინტერესოდ შეაჯამეს.
მოსწავლეებისთვის ვიქტორინა სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: