„ქართულ-ევროპულ სკოლა ორნატში“ უკვე მე-7 წელია ხორციელდება პროექტი - „განათლება საზღვრებს გარეშე“. ამ პროექტის ფარგლებში, სკოლა დამეგობრებულია ევროპის ხუთი სახელმწიფოს (პოლონეთის, ლატვიის, სლოვაკეთის, უკრაინისა და მოლდავეთის) ხუთ საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.
11 დეკემბერს, სკოლაში ჩატარდა ონლაინ საერთაშორისო კონფერენცია-კონკურსი, სახელწოდებით - „განათლების სისტემა ჩემს ქვეყანაში“.
ღონისძიებას ორგანიზება გაუწია „ქართულ-ევროპულმა სკოლა ორნატმა“. ღონისძიებაში მონაწილეობდა სკოლის ყველა პარტნიორი საგანმანათლებლო დაწესებულება.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, კონკურსანტებს დავალებული ჰქონდათ, ინგლისურ ენაზე წარმოედგინათ პრეზენტაცია მათი ქვეყნის განათლების სისტემის შესახებ.
კონფერენციაზე ყველა მონაწილე ღირსეულად წარდგა და ერთმანეთზე უკეთესი პრეზენტაციები წარმოადგინა.
„ქართულ-ევროპული სკოლა ორნატის“ სახელით კი მე-10 კლასის მოსწავლეები - თეკლა კიკნაველიძე და ლიზი ხუსკივაძე გამოვიდნენ. მათ მეთვალყურეობას უწევდნენ სკოლის ინგლისური ენის პედაგოგები- მეგი იმნაძე და თამარ თურქაძე.
მოსწავლეები საინტერესეო პრეზენტაციებით წარდგნენ და დამსახურებული პირველი ადგილიც დაიკავეს.
„დიდი სიხარულითა და სიამაყით მინდა გაცნობოთ, რომ აღნიშნულ კონკურსში ჩვენმა სკოლამ პირველი ადგილი დაიკავა. ვულოცავთ მათ ამ დიდ გამარჯვებას და კიდევ ბევრ წარმატებას ვუსურვებთ მომავალში“,- სიამაყით აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: