წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიულ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ, უზიარებენ ერთმანეთს ცოდნასა და გამოცდილებას და იზიარებენ საუკეთესო პრაქტიკას.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მასწავლებლის პროფესიული ზრდისკენ მიმართული მრავალი საქმიანობაა ცნობილი, ერთ -ერთი გამოცდილების გაზიარება და გაკვეთილებზე ურთიერდასწრებაა, რომელიც მეტად მნიშვნელოვანი და საჭირო საქმიანობაა სასკოლო საზოგადოებისთვის.
ახლახან, ლიის თემის N2 საჯარო სკოლის მე-2 კლასში, დაწყებითი კლასების ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა - ლანა კაკაჩიამ ჩაატარა ღია გაკვეთილი თემაზე -„საახალწლო ამბები“.
გაკვეთილი მიზნად ისახავდა ერთ-ერთი თავის შეჯამებას. გაკვეთილი იყო მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული, მოსწავლეები ხალისით და ინტერესით ჩაერთნენ საგაკვეთილო პროცესში.
გაკვეთილს ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი და დაწყებითი კლასების კათედრის წევრები.
იხილეთ ფოტოები: