საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში სასწავლო წელი საინტერესო, მრავალფეროვანი და მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული აქტივობებითაა დატვირთული.
ამჯერად, სკოლა-გიმნაზიის III ა (დამრიგებელი ეკა ხეჩუაშვილი) და III ბ (დამრიგებელი ქეთევან გაგოშიძე) კლასების მოსწავლეები, საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში, უნივერსიტეტ SEU-ს სტუმრობდნენ.
მოსწავლეებმა მოისმინეს საინტერესო და შემეცნებითი ლექცია პლანეტების, მათი თანამგზავრების, ციური სხეულებისა და კოსმოსის შესახებ. მათ ასევე, განიხილეს სკოლაში ნასწავლი მათი სახელწოდებები და მნიშვნელობები.
აქტივობაში ისინი დიდი ხალისითა და ინტერესით იყვნენ ჩართულნი.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მოსწავლეები უდიდესი შთაბეჭდილებებით დატვირთულები დაბრუნდნენ გიმნაზიაში.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი გასვლითი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები: