ქუთაისის N38 საჯარო სკოლის მე-4 კლასელებმა თემა - „ნატურალური რიცხვები“ საინტერესო და სახალისო აქტივობებით შეისწავლეს 
24-12-2024

ქუთაისის N38 საჯარო სკოლის მე-4 კლასელები მათემატიკას სახალისო და საინტერესო აქტივობებით სწავლობენ. 

პედაგოგი მადონა მუშკუდიანი მათ საინტერესო სასწავლო სტრატეგიებსა და მეთოდებს სთავაზობს და საგაკვეთილო პროცესს უმრავალფეროვნებს. 

ახლახან, პედაგოგის ხელმძრვანელობით, მე-4 კლასში ჩატარდა გაკვეთილი თემაზე - „ნატურალური რიცხვები“. 

მოსწავლეებმა განიხილეს არაბული და რომაული რიცხვების წარმოშობის ისტორია. ამოხსნეს მაგალითები, ამოცანები სქემების დახმარებით.

ისაუბრენ, მსოფლიოში და საქართველოში გავრცელებული ვალუტების შესახებ. ისაუბრენ მონეტებისა და ბანკნოტების, მათი ისტორიის შესახებ. ბავშვებმა ასევე ამოხსნეს მატემატიკური კროსვორდი. 

მე-4 კლასელებისთვის გაკვეთილი სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სხალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203