ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატის“ მოსწავლეთა სამაგალითოდ შესრულებული კომპლექსური დავალება და საინტერესო პრეზენტაცია
24-12-2024

ქართულ-ევროპულ სკოლა „ორნატში“ კომპლექსური დავალებებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. შემოქმედებითი ბუნების დავალებები მოსწავლეთა დიდი ინტერესით გამოირჩევა. 

მათ შორის მე-9 კლასის მოსწავლეებმა ბიოლოგიის შესწავლისას ხალისით იმუშავეს კომპლექსურ დავალებაზე რომლის თემა იყო - „კოორდინაცია და რეგულაცია“.

მოსწავლეებმა საკითხი სიღრმისეულად შეისწავლეს და კომპლექსური დავალების პრეზენტაცია მეტად საინტერესოდ წარმოადგინეს.

მათ დაამზადეს კედლის გაზეთი, პლაკატები, პოსტერები და ელექტრონული რესურსი აღნიშნულ თემაზე.

სასწავლო პროცესს ბიოლოგიის პედაგოგი ნაილი კუპატაძე ხელმძღვანელობდა, რომელიც მოსწავლეებს მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203