გრემის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ვიზუალური პროგრამირების ოლიმპიადაში იასპარეზეს
25-12-2024

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემის საჯარო სკოლაში ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ხარისხიან სწავლებასა და მოსწავლეთა საჭირო უნარებით აღჭურვას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, რაც მოსწავლეთა შესაძლებლობებზე აისახება.

22 დეკემბერს, საქართველოს უნივერსიტეტში ჩატარდა საქართველოს რეგიონის ვიზუალური პროგრამირების ოლიმპიადის - HOUR OF CODE 2024-ის ფინალური რაუნდი, რომელშიც მონაწილეობდნენ გრემის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეები: გოგა ბარბაქაძე, მარია მათიაშვილი და ბარბარე ხეჩიაშვილი.

აღნიშნულ ოლიმპიადაზე გოგა ბარბაქაძემ მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. 

სკოლაში მოსწავლეთა აქტიურობა ახარებთ.

„მადლობა, მასწავლებელს ნატო ქიტესაშვილს, მადლობა ბატონ დავით ნოზეძეს და RoCo Academy-ს   ამ ოლიმპიადის ორგანიზებისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეთა ჩართულობას არაფორმალური განათლების პროექტებში ახალისებენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...