გომბორის საჯარო სკოლაში ანა კალანდაძის 100 წლის იუბილე აღინიშნა 
25-12-2024

15 დეკემბერს, ქართული პოეზიის დედოფლის - ანა კალანდაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა. ეს გამორჩეული თარიღი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გომბორის საჯარო სკოლაში განსაკუთრებულად აღინიშნა. 

ანა კალანდაძის საუკუნოვენ იუბილეს ლიტერატურული ღონისძიება მიეძღვნა.  

აღსანიშნავია, რომ გომბორის საჯარო სკოლის (დირექტორი  ნინო  ბობღიაშვილი) პედაგოგები მოსწავლეთა განწყობა-მოტივაციის ამაღლებისა და სწავლების  ხარისხის გაუმჯობესებისათვის მუდამ ზრუნავენ. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა - ლეილა  არჩემაშვილმა მე-8 კლასელებს საპროგრამო მასალიდან უკვე  შეასწავლა პოეტ ანა კალანდაძის ლექსები - „საქართველოო  ლამაზო“,  „შენ ის ღრმა  ხარ“, „პაწაწინა რტო ვარ“, „მოდიოდა ნინო  მთებით“, „ფეხი დამადგით, გულზე დამადგით“...    

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი - ლეილა არჩემაშვილი მწერლის შემოქმედების უკეთ გაცნობის მიზნით, გაკვეთილებზე ხშირად იყენებს სხვადასხვა აქტივობას, ძირითადთან ერთად მიმართავს დამატებით სასწავლო რესურსებს (დოკუმენტურ ფილმებს მწერლების უცნობი  ისტორიების შესახებ, ლიტერატურული თეატრის ვიდეოჩანაწერებს და მისთ.).

მოსწავლეებმა სხვადასხვა დროს ერთობლივად მოისმინეს ქართული პოეზიის დედოფლის  წაკითხული ლექსები.

მეოთხეკლასელებმა  (მასწავლებელი  ლეილა  არჩემაშვილი)  უკვე იციან ანა კალანდაძის ლექსი - „ასეთი დარი თუ იყო მაშინ“. სიხარულით  გადაინაწილეს  სტროფები ვრცელი ლექსიდან - „საქართველოო  ლამაზო“  და დაისწავლეს. მასწავლებლის დავალებითა და ხელმძღვანელობით  მოამზადეს საიუბილეო პლაკატი და თავიანთი საყვარელი პოეტის ხსოვნას, მერვეკლასელებთან  ერთად, 16 დეკემბერს ლიტერატურული საღამო მიუძღვნეს.  

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, ისაუბრეს ქართული პოეზიის დედოფლის    მდიდარ ბიოგრაფიაზე...  მის ლიტერატურულ მოღვაწეობაზე.

ლიტერატურულ საღამოს დაესწრნენ მოსწავლეთა მშობლები, რომელთაც უყვართ ანა კალანდაძის    შემოქმედება და სკოლის პედაგოგები.    

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...