ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჭევის საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. პედაგოგები სწავლებისას საინტერესო მეთოდებსა და მიდგომებს მიმართავენ, მოსწაველეებს საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ და გაკვეთილებს უმრავალფეროვნებენ.
ახლახან, სკოლის მოსწავლეებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში ღია გაკვეთილი ჩაუტარდათ თემაზე - ნოდარ დუმბაძის - „ბოშები“.
გაკვეთილის მიზანი იყო ბოშების ისტორიის, კულტურის და ტრადიციების გაცნობა.
სასწავლო პროცესი მეტად საინტერესოდ და მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა.
მოსწავლეებმა ნოდარ დუმბაძის ნაწარმოები დიდი ინტერესით შეისწავლეს, ჩაუღრმავდნენ მთავარ აზრსა და სათქმელს.
პედაგოგმა ბავშვები არაერთ საინტერესო აქტივობაში ჩართო და მათ სასწავლო მოტივაზიაზე იზრუნა.
იხილეთ ფოტოები: