ქართულ-ევროპულ სკოლა „ორნატის“ მკითხველთა კლუბში საინტერესო პრეზენტაცია გაიმართა 
25-12-2024

ქართულ-ევროპულ სკოლა „ორნატში“ მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. პედაგოგები მხატვრული ლიტერატურის სიყვარულის მოსწავლეებს დაწყებითი კლასებიდანვე უნერგავენ და წიგნიერების სამყაროში ერთგულ მეგზურობას უწევენ. 

სკოლაში წარმატებით მუშაობს მკითხველთა კლუბი - „მომავლის ვარსკვლავები“, რომელსაც დაწყებითი კლასის მასწავლებელი ხათუნა ავალიანი ხელმძღვანელობს. 

III კლასის მოსწავლეებმა თემაზე - „საბავშვო მწერლების შემოქმედება“ საინტერესო პრეზენტაცია გამართეს. 

„ჩვენ გვიყვარს კითხვა!“ - ერთხმად აღნიშნავენ მოსწავლეები და წიგნიერების სამყაროში ზღაპრულ მოგზაურობას დიდი ხალისითა და შემართებით აგრძელებენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203