ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს დემოკრატიულ ღირებულებებზე ზრდიან და მათი სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ.
ახლახან, სკოლაში სამოქალაქო პროექტი „არჩევნების იმიტაცია“ განხორციელდა.
სკოლაში სამოქალაქო განათლების პედაგოგ ლამზირა ოსეფაშვილის ორგანიზებით და ამაია ფატულაევას მონაწილეობით, ჩატარდა თანამედროვე აჩევნების იმიტაცია.
მოსწავლეები დაიყვნენ ჯგუფებად, მოამზადეს მასალები თუ რა პროგრამას და ცვლილებებს განახორციელებდნენ მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ: სოფლის მეურნეობაში, განათლებაში, ჯანდაცვასა თუ ბიზნესში, დაიყნენ A B C D პარტიებად.
მასალების დამუშავების შემდეგ მე-12 კლასელებმა ჩაუტარეს ტრენინგი მეშვიდე, მერვე, მეცხრე კლასის მოსწავლეებს.
დაიგეგმა არჩევნების იმიტაცია, შექმნეს საარჩევნო ყუთი, გამოჭრეს ბიულეტინები.
სკოლის ეზოში გაიმართა „თანამედროვე აჩევნები“, ცაკლე დაიდო საარჩევნო ყუთი, შეიქმნა კომისია, ვინც აკონტროლებდა წესრიგს, რათა გადაცდომას ადგილი არ ჰქონოდა, იყვნენ მოსწავლე ჟურნალისტები, ვინც აკვირდებოდა და იღებდა.
სათითაოდ გამოდიოდნენ სხვადასხვა კლასები, აძლევდნენ ხმას.
არჩევნემა საინტერესოდ ჩაიარა. ბოლო ეტაპზე არჩევნებში პედაგოგემაც მიიღეს მონაწილეობა, დაითვალა ხმები. ხმების დათვლის შედეგად გაიმარჯვა C პარტია „ბიზნესმა“.
„პრაქტიკული გამოცდილება დაეხმარება მოსწავლეს, რომ გაიაზროს საკუთარი ქვეყნის სახელმწიფოებრივი, კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესები,
გაიაზროს, რა არის პლიტიკური სისტემა, გააცნობიეროს საკუთარი პასუხისმგებლობები,
უფლებები დემოკრატიულ საზოგადოებისა თუ კანონის უზენაესობის წინაშე“,- აღნიშნავს პროექტის ხელმძღვანელი ლამზირა ოსეფაშვილი.
იხილეთ ფოტოები: