გაიცანით, რუსთავის N20 საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ წიკლაური, რომელიც ტაეკვანდოს ქალთა ეროვნული ნაკრების კაპიტანია
25-12-2024

რუსთავის N20 საჯარო სკოლაში აქტიური, ნიჭიერი და მოტივირებული მოსწავლეები სწავლობენ, რომლებიც სასკოლო საზოგადოებას სიამაყის მიზეზს ხშირად აძლევენ. 

ერთ-ერთი გამორჩეული მოსწავლე მერევეკლასელი მარიამ წიკლაური გახლავთ, რომელიც ტაეკვანდოს ქალთა ეროვნული ნაკრების კაპიტანია.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ის საუკეთესო ტექნიკური სპორტსმენი და ეროვნული ნაკრების პირველი ნომერი. მარიამ წიკლაური მსოფლიო რეიტინგის 10 საუკეთესო სპორტსმენს შორისაა და მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ადგილის დაკავებისთვის ემზადება.

მოსწავლის მიღწევები შემდეგია: პირველი თანრიგის შავი ქამარი; (I Dan) წოდება ბუსაბომი; ეროვნული კატეგორიის ინსტრუქტორი; B (ეროვნული) კატეგორიის მსაჯი; საქართველოს ჩემპიონი; თბილისის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული. 

სკოლაში მარიამ წიკლაურს წარმატებას უსურვებენ და მისი მიღწევებით ამაყობენ. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203