ზერტის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შიდა ქართლის სასკოლო ოლიმპიადაში წარმატებით იასპარეზეს
18-06-2018
ზერტის საჯარო სკოლის II -VI კლასების მოსწავლეები შიდა ქართლის სასკოლო ოლიმპიადაში- „განთიადი“ მონაწილეობდნენ. ოლიმპიადა ორ ტურად, ერდროულად ორ საგანში ქართულსა და მათემატიკაში, გუნდური მეთოდით ჩატარდა. ოლიმპიადის დევიზი იყო - „ვართ ერთად, ვაღწევთ წარმატებას!“.
სკოლის მოსწავლეებმა ოლიმპიადაში წარმატებით იასპარეზეს. მონაწილეებს და მათ მასწავლებლებს სიგელები გადაეცათ.
„მართალია საპრიზო ადგილები ვერ მოიპოვეს, მაგრამ დიდი მოტივაცია და ინტერესი გაუჩნდათ ამ ოლიმპიადის მიმართ და გულისფანცქალით ელოდებიან „განთიადის“ შემოდგომის სეზონს. ამასთან, ოლიმპიადა უფრო საინტერესო იმის გამო იყო, რომ მონაწილეები ერთდროულად ორ საგანში გუნდური პრინციპით მუშაობდნენ, ეს კი მოსწავლეებს იმ უნარ-ჩვევებს უვითარებს, რაც აუცილებელია მომავალი თაობისათვის. დიდი მადლობა ამ ოლიმპიადის მესვეურებს, იდეისა და პროექტის ავტორებს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. იხილეთ ფოტოები