პრაქტიკული დავალებებითა ექსპერიმენტებით სწავლება მოსწავლეთა დიდი ინტერესს იწვევს, ამიტომ კერძო სკოლა „ჰელიოსის“ პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო ცდებით ანებივრებენ.
ახლახან, მე-9 კლასელებს აქტივობა ლაბორატორიაში ჩაუტარდათ. მოსწავლეებმა ქიმიის მასწავლებელთან ერთად ჩაატარეს რამდენიმე ექსპერიმენტი.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, აქტივობის მიზანი იყო თეორიული ცოდნის განმტკიცება, ლაბორატორიაში მუშაობის უნარ-ჩვევების გამომუშავება.
გაკვეთილი ძალიან საინტერესო, შემეცნებითი და სახალისო გამოვიდა.
იხილეთ ფოტოები: