ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N1 საჯარო სკოლაში წინასაახალწლო დღეებიც დღესასწაულია. პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციასა და განწყობაზე აქტიურად ზრუნავენ და საზიემო აქტივობებს სთავაზობენ.
ახლახან, მე-5ა კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის - შორენა გიგოლაშვილის ხელმძღვანელობით, ჩაატარეს საახალწლო ღონისძიება. მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს სახალისო და საზეიმო ნომრები, ღონისძიება იყო საინტერესო და სანახაობრივი.
ბავშვებმა ერთმანეთსა და დამსწრე საზოგადოებას ზღაპრული განწყობა და დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს.
იხილეთ ფოტოები: