ქუთაისის N38 საჯარო სკოლაში წინასაახალწლო დღეები გაჯერებულია თემატური აქტივობებითა და ღონისძიებებით, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და განწყობაზე აისახება.
ახლახან, სკოლაში ჩატარდა საახალწლო ქვიზ-შოუ - „ახალი წლის სიხარულს, რა შეედრება“.
აქტივობაში, რომელსაც ხელმძღვანელობდა გერმანულის პედაგოგი მარიკა ფრუიძე და ინგლისურის პედაგოგი მარიამ რობაქიძე, მონაწილეობდნენ VIIა და VIII ა კლასის მოსწავლები.
ქვიზ-შოუ მოიცავდა შემდეგ საკითხებს:
გამოიცანი:
შეკითხვები დაისვა ქართულ, ინგლისურ და გერმანულ ენებზე.
თამაში მეტად საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა, მოსწავლეებმა ბევრი იხალისეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
იხილეთ ფოტოები: