ლემშვენიერას საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეთა საინტერესო ქიმიური ექსპერიმენტი 
25-12-2024

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერას საჯარო სკოლაში საკუთარი საქმის პროფესიონალი მასწავლებლები მუშაობენ, რომლებიც მოსწავლეთა განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

ერთ-ერთი ასეთი ქიმიის პედაგოგი დონი მიმინოშვილი გახლავთ. მისი ხელმძღვანელობით, მე-9 კლასის მოსწავლეებმა ნაერთთა კლასები ექსპერიმენტის საშუალებით შეაჯამეს. 

ექსპერიმენტის ფარგლებში, მოსწავლეებმა ინდიკატორი წითელი კომბოსტოსგან დაამზადეს, ცოდნა გამოავლინეს და ერთმანეთს ინფორმაცია გაუზიარეს. 

აქტივობის შესახებ დამატებით ინფორმაციას თავად მასწავლებელი გვაწვდის. 

„ექსპერიმენტის არსი შემდეგია - წითელი კომბოსტოსგან ინდიკატორის დამზადება (ვიცი, უფრო მარტივი გზაც არსებობს წვენის მისაღებათ, მაგრამ ჩვენ ეს უფრო მოგვეწონა). რატომ წითელი კომბოსტო? იმიტომ, რომ ეს უნიკალური მცენარე შეიცავს ანთოციანინის პიგმენტებს, რომელიც მჟავა/ტუტე არეში სხვადასხვა შეფერილობას იღებს. მადლობა ამ ექსპერიმენტში მონაწილე ყველა მოსწავლეს“,- წერს დონი მიმინოშვილი.

მასწავლებელს სასკოლო საზოგადოება წარმატებას უსურვებს.

„ახალგაზრდა კადრი, კრეატიული უნარებით და დახვეწილი კომუნიკაციით სამი თვეა, რაც ლემშვენიერა საჯარო სკოლაში მუშაობს ქიმიის მასწავლებლად.

ექსპერიმენტებითაა დატვირთული მისი გაკვეთილები, უყვარს თავისი საგანი და ყველა მოსწავლე.  წარმატებებს ვუსურვებთ დონი მასწავლებელს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი სკოლა ტრამპლინი იქნება მისთვის და წინ ბევრი წარმატებები ელოდება“,- ამბობენ სკოლაში.

იხილეთ ვიდეო:




 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203