გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერას საჯარო სკოლის ბაზაზე არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი - „სვანთა“ ფუნქციონირებს.
ახლახან, ანსამბლი „სვანთა“ საერთაშორისო ფესტივალიდან - „არტ-ფოლკ ფესტი“ მედლებით, სიგელებითა და სიმბოლური საჩუქრებით დახუნძლული დაბრუნდა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ანსამბლმა 3000-ლარიანი ვაუჩერი მოიპოვა, რომელიც საუკეთესო მოცეკვავეს - მარიამ ხარძიანს გადაეცა. ამ თანხით მას ეროვნული ქორეოგრაფიის ცენტრში სწავლა დაუფინანსდება.
„ცეკვა - გრძნობებისა და მოქმედებების კავშირია, ბედიერებაა, ცეკვა ხელოვნებაა! გრძნობების ერთობლიობაა, რომელიც ზოგჯერ ნაზი სიოა, ზოგჯერ ქარი და ქარიშხლი, ზოგჯერაც გრიგალი და ტორნადო. ცეკვა ხომ სხეულის ენით მოყოლილი ამბავია...
მადლობა ხვიჩა მასწავლებელს და წარმატებები თქვენ, ჩემო ნიჭიერო ახალგაზრდებო“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: