ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჭევის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს აძლევენ როგორც ხარისხიან საგნობრივ განათლებას, ისე მათი ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებაზე ზრუნავენ. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება ეწყობა.
მათ შორის აღსანიშნავია ინტელექტუალური თამაში - „რა? სად? როდის?“, რომელიც მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, თამაშმა ხელი შეუწყო მოსწავლეების ზოგადი ცოდნის რეალიზებას.
მოსწავლეებისთვის თამაში სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: