„ბაღებში კვების მენიუში დასაშვებია თანხის ცდომილება რამდენიმე თეთრით“ - დოკუმენტი
09-01-2025

ფოთის 2025 წლის ბიუჯეტში გაწერილია სკოლამდელი განათლების ხელშეწყობის პროგრამა, რომელიც 4 910.0 ათასი ლარით დაფინანსდება და თავის მხრივ მუნიციპალიტეტი ვალდებულია უზრუნველყოს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის საჭირო ფინანსების გამოყოფა და ყველა სხვა ღონისძიების გატარება.

დღეის მდგომარეობით, ფოთის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს სკოლამდელი აღზრდის 15 დაწესებულება, სადაც სააღმზრდელო პროცესს გადის 1353 ბავშვი. ბაგა-ბაღებში, ჯამში, დასაქმებულია 162 აღმზრდელი, ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალი.

„თვითმმართველ ქალაქ ფოთის სკოლამდელ სააღმზრდელო გაერთიანებაში" ბავშვთა კვებისათვის დადგენილია ერთ ბავშვზე 4.3 ლარი დღეში, რომელიც განისაზღვრება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „თვითმმართველი ქალაქ ფოთის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების“ დირექტორის მიერ დამტკიცებული მენიუთი (ბავშვთა კვების რაციონიდან და ღირებულებიდან გამომდინარე, დამტკიცებულ მენიუში დასაშვებია ერთ ბავშვზე გათვლილი კვების ღირებულების ცდომილება თეთრებით)“, - აღნიშნულია დადგენილებაში.



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203