ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურკელის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენასა და მოტივაციის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. ამას ადასტურებს ის აქტივობები და ღონისძიებები, რომლებიც სკოლაში იმართება.
ასეთი ამაღლებული განწყობით ხვდებიან მოსწავლე-მასწავლებლები ახალ წელს. სკოლის მოსწავლეებმა ამ ჯადოსნურ დღესასწაულთან დაკავშირებით შთამბეჭდავი და ორიგინალური პერფორმანსი მოაწყვეს.
სკოლის მოსწავლემ „გრინჩის“ როლი მოირგო და შემოქმედებითი უნარები გამოავლინა. სკოლის სხვა მოსწავლეებმა კი „გრინჩის“ ფორმაში გამოწყობილს ნაძვის ხის „მოპარვის“ საშუალება არ მისცეს.
პერფორმანსი ძალიან სახალისო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა მოსწავლეთათვის.
აქტივობაში ისინი დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესს საინტერესოსა და მრავალფეროვანს ხდის.
იხილეთ ვიდეო ბმულზე