„ქართულ-ევროპულ სკოლა ორნატში“ ჰიგიენის წესების დაცვის მნიშვნელობას საგანმანათლებლო შეხვედრა მიეძღვნა.
ჰიგიენის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, სკოლის ექიმმა ხათუნა ხვედელიძემ მოამზადა პრეზენტაცია და ესაუბრა მოსწავლეებს ჰიგიენური წესების დაცვის შესახებ.
მოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს და ყურადღებით მოუსმინეს პრეზენტაციას.
აღსანიშნავია, რომ „ქართულ-ევროპულ სკოლა ორნატში“ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით არაერთი ღონისძიება იმართება. ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას კი მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
იხილეთ ფოტოები: