ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N1 საჯარო სკოლაში წინასაახალწლო დღეები გაჯერებულია თემატური ღონისძიებებითა და აქტივობებით, საზეიმოდ მორთულ სკოლაში ზღაპრული სადღესასწაულო განწყობა ტრიალებს.
ახლახან, მე-4 და მე-8 კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით ჩატარდა საახალწლო ღონისძიება.
სადღესასწაულო ფორმებში გამოწყობილმა მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს არაერთი საზეიმო ნომერი. ღონისძიება იყო სახალისო, საინტერესო და სანახაობრივი. ბავშვებმა ერთმანეთსა და დამსწრე საზოგადოებას ჯადოსნური განწყობა და დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს.
ღონისძიებას პედაგოგი ნონა ნონიაშვილი ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები: