სანტასთვის სურვილების სიის შედგენა და შემდეგ წერილის მიწერა საახალწლო პერიოდის განუყოფელი ნაწილია. ზოგჯერ, ბავშვები მთელი წლის განმავლობაში ფიქრობენ, ახალი წლისთვის მისტიკურ გმირს რა შეიძლება მოსთხოვონ.
ეს ტრადიცია მრავალი წელია, რაც ჩამოყალიბდა. ყველა წერილს უნდა ჰყავდეს ადრესანტი და ადრესატი, შესაბამისად, როგორ იქცევიან ბავშვები, როდესაც მათ სანტას მისამართი უნდა დაწერონ? ალბათ, მათი ნაწილი უბრალოდ წერს, რომ წელი სანტასთვისაა და მათი აზრით, ეს უკვე ნიშნავს, რომ ის დანიშნულების ადგილზე აღმოჩნდება. არიან ისეთი პატარებიც, რომლებიც ძალიან ბევრ კითხვას სვამენ, მათ შორის, იმასაც, სად ცხოვრობს სანტა თუ თოვლის ბაბუა. როგორც წესი, ქართველი თოვლის ბაბუის საცხოვრებელ ადგილად საქართველოს მთები, კონკრეტულად კი, სვანეთი მიიჩნევა, ხოლო სანტა კლაუსის სახლი - ჩრდილოეთ პოლუსია.
საინტერესოა, რომ ცნობილია, სატა კლაუსის ზუსტი მისამართი და ის ქუჩა, სადაც ცხოვრობს. ეს არის - ელფის ქუჩა 123, ჩრდილოეთ პოლუსი, 88888.
თუ თქვენი შვილი სანტასთვის წერილის მიწერას აპირებს, მაგრამ წარმოდგენა არ აქვს, სად გაგზავნოს ან მის შეკითხვებს როგორ უპასუხოთ, არ ინერვიულოთ. ახლა თქვენთვის სანტას მისამართი უკვე ცნობილია. წერილი მხოლოდ სწორ მისამართზე გაგზავნის შემდეგ მოხვდება სანტასთან. შემდეგ კი, მისი ელფები იმუშავებენ და სურვილების ასრულებას შეეცდებიან.
ამ ამბის მიღმა კი, საინტერესო ისტორიაა. არსებობა „ოპერაცია სანტა“, რომელიც 1912 წელს დაიწყო. მაშინ გენერალმა ფრენკ ჰიჩკოკმა ადგილობრივ ფოსტის თანამშრომლებს უფლება მისცა, რომ სანტას წერილებზე თავიანთი ფოსტის თანამშრომლებს ეპასუხათ. ეს პროგრამა დღესდღეობითაც პოპულარულია და სხვადასხვა ოჯახს ეხმარება.
რაც შეეხება ქართველ თოვლის ბაბუას, ის გადმოცემის თანახმად, მთებში ცხოვრობს. უფრო მეტ ადამიანს მიაჩნია, რომ ის სვანეთში ცხოვრობს და ყოველ ახალ წელს ხურჯინითა და საჩუქრებით დატვირთული, ყველა პატარასთან მიდის.