საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მე-3 კლასელთა შთამბეჭდავი „საშობაო ზღაპარი“ 
26-12-2024

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში წინასაახალწლო-საშობაო დღეები გაჯარებულია თემატური აქტივობებითა და ღონისძიებებით. დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა საზემო განწყობაზე ზრუნავენ და ბავშვებს სასკოლო გარემოშივე ჩუქნიან იმ ჯადოსნურ ატმოსფეროს, რომელიც დღესასწაულებს ახლავს. 

ახლახან, თამარ მეფის სკოლა-გიმნაზიის III კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ეკა ხეჩუაშვილი), წინასაახალწლო-საშობაო ღონისძიებების ფარგლებში, წარმოადგინეს ღონისძიება სახელწოდებით - „საშობაო ზღაპარი“...

მოსწავლეებმა განასახიერებს ქართული ზღაპრისა და მულტფილმის გმირები, შეასრულეს საახალწლო სიმღერები და წარმოადგინეს საბალეტო ნომერი „მაკნატუნა“...

გიმნაზიის პედაგოგებთან და მოსწავლეების მშობლებთან ერთად, ღონისძიებას ესწრებოდნენ გიმნაზიის დირექტორი, დეკანოზი მირიან სამხარაძე, ხელოვნების სკოლის დირექტორი ნანა (ციცინო) ანთაძე, გიმნაზიის ხარისხის მართვის მენეჯერი მაყვალა ანთაძე, გიმნაზიის სასწავლო პროცესების მენეჯერი მზიური კოჩალიძე...

ღონისძიების დასასრულს, დეკანოზმა - მირიან სამხარაძემ დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და მადლობა გადაუხადა მოსწავლეებსა და კლასის დამრიგებელს საინტერესო და ლამაზი წარმოდგენისათვის. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203