ნახუნაოს საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო-შემეცნებით ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ
18-06-2018

ნახუნაოს საჯარო სკოლის ადმინისტრაციისა და მერვე, მეცხრე, მეათე კლასის მოსწავლეების ინიციატივით სასწავლო შემეცნებითი ექსკურსია ნახუნაო-ბორჯომი-ახალციხე-ვარძიას მარშრუტზე განხორციელდა. 

მოსწავლეები გაეცნენ და მიიღეს ინფორმაცია ვარძიის, რაბათის ციხის, მწვანე მონასტრისა და ბორჯომის პარკის  შესახებ.

ვარძიაში მათ ნახეს იყო თამარის წყარო (ზოგიერთ ადგილებში მიმდინარეობდა სხვადასხვა ტიპის აღდგენითი სარესტავრაციო სამუშაოები). ექსკურსიის მონაწილეებმა გაიარეს ვარძიის შიდა გვირაბები.

მოსწავლეებმა გაიგეს ახალციხის დაარსების ისტორია. ძალიან მოეწონათ რაბათის ციხე და მისი გამწვანებული ტერიტორია, სადაც შერწყმული იყო ორი რელიგიის კულტურა. აქვე მოსწავლეებმა იჯირითეს ცხენებით.

მათ ასევე დაათვალიერეს მწვანე მონასტრის ტერიტორია და ბორჯომის პარკი. დააგემოვნეს ცხრა წყაროსა და ბორჯომის წყალი. 

მოსწავლეები ექსკურსიიდან შთაბეჭდილებებით დატვირთულები დაბრუნდნენ. 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203