ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ საციხურის საჯარო სკოლაში წინასაახალწლოდ დიდი ჟრიამულია, აქტიური მოსწავლეები და მათი კრეატიული პედაგოგები სადღესასწაულო განწყობას ქმნიან და 2025 წლის შემობრძანებას დიდი იმედებით ელიან.
25 დეკემბერს კი, საციხურის საჯარო სკოლისა და საციხურის კულტურის სახლის ერობლივი საახალწლო ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მოსწავლეები დიდი შემართებით ჩაერთნენ.
მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოება თავანთი შემოქმედებითი ნიჭით გააოცეს, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრებით დღე დაუვიწყარი გახადეს და თეატრალური წარმოდგენით აუდიტორია, ზღაპრულ სამყაროში ამოგზაურეს.
საციხურის საჯარო სკოლის დირექცია, მადლობას უხდის ღონისძიების ორგანიზატორ ლეილა ბერიძეს, ქორეოგრაფ სულხან ფასანიძეს, მარიამ ქედელიძეს და თითოეულ პედაგოგს ღონისძიების ორგანიზებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის.
„დამდეგ ახალ წელს გილოცავთ სრულიად საქართველოს, საციხურის საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი, მოსწავლეები და მშობლები.
2025 წელი მშვიდობის, ბედნიერების, აღზევების, ახალი შესაძლებლობების და ეროვნული ერთიანობის წელი ყოფილიყოს“, - ამ სიტყვებით კი, სასკოლო საზოგადოებამ დამდეგი ახალი წელი სრულიად საქართველოს მიულოცა.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო 1; ვიდეო 2; ვიდეო 3; ვიდეო 4; ვიდეო 5; ვიდეო 6; ვიდეო 7; ვიდეო 8;