საღამოს საჯარო სკოლის მოსწავლეთა ლამაზი და შემოქმედებითი საახალწლო ღონისძიება
26-12-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ საღამოს საჯარო სკოლაში საახალწლო განწყობაა. მოსწავლე-მასწავლებლები წინასაახალწლო სამზადისში აქიურად არიან ჩართულნი.

მოსწავლეთა განწყობა კიდევ უფრო აამაღლა შთამბეჭდავმა საახალწლო ღონისძიებამ, რომელიც სკოლაში გაიმართა.

„ღონისძიებამ მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს დაუვიწყარი ემოციები მოუტანა“, - გვიყვებიან სკოლაში.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მეხუთე და მეშვიდე კლასების მოსწავლეები. ბავშვებმა იცეკვეს, საახალწლო სიმღერები იმღერეს, ლექსები წაიკითხეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.

მათ ასევე სხვადასხვა პერსონაჟის როლი მოირგეს. ბავშვების შემოქმედებითობამ დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.

„ზღაპრული გმირების სცენებმა ნამდვილი ჯადოსნური ატმოსფერო შექმნა“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მსგავსი აქტივობები, ღონისძიებები მოსწავლეთა განწყობისა და მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...