ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის, ისე მათი შემოქმედებითი უნარების განვითარებას ემსახურება.
მათ შორის აღსანიშნავია, ლიტერატურული საღამო, რომელიც VIIIბ კლასის მოსწავლეებმა „პოეტთა მეფის“ გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრებასა და შემოქმედებას მიუძღვნეს.
ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ - კლასის დამრიგებელი თამილა დუმბაძე და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მაია აბულაძე.
პოეტის 133 იუბილეს აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებაზე მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს გალაკტიონ ტაბიძის ლექსები, გაიხსენეს ნაკლებადცნობილი ფაქტები პოეტის ცხოვრებიდან და დაამზადეს გაზეთი
„მე ის არა ვარ ვინც გგონივართ“ - იდუმალი, შეუცვლელი, განუმეორებელი, მიუწვდომელი იყო არის და იქნება გალა!!!“- ერთხმად აღნიშნეს მოსწავლეებმა და ხოტბა შეასხეს მის შემოქმედებას.
იხილეთ ფოტოები: