ტყიბულის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოს დაცვის მნიშვნელობას ნათლად აცნობიერებენ.
სკოლაში წარმატებით მუშაობს ეკოკლუბი, რომლის წევრებიც საინტერესო ეკოაქტივობებში არიან ჩართულნი.
ახლახან, ეკოკლუბის წევრებმა VIII-XI კლასის მოსწავლეებთან საინტერესო პრეზენტაცია გამართეს, რომლის თემა იყო - „ფუტკრის ნობათი“.
პრეზენტაციას უძღვებოდა ეკოკლუბის წევრი ალექსანდრე აბესაძე. მან ისაუბრა ფუტკარაძე, როგორც ადამიანის ჭეშმარიტ მეგობარზე, აღნიშნა, რომ მისი უმდიდრესი ნობათით აძლიერებს ჩვენს ძალებს, იცავს ჯანმრთელობას და კურნავს ბევრი ავადმყოფობისგან. დასძინა, რომ ფუტკრის თაფლის შემადგენლობაში ისეთი ნივთიერებებიცაა, რომელთა ხელოვნური გზით მიღება ჯერჯერობით შეუძლებელია.
პრეზენტაციაზე ითქვა, რომ საქართველოში მეფუტკრეობა უძველესი დროიდან იყო განვითარებული. რის შესახებაც ჩვენს წელთაღრიცხვამდე IV საუკუნეში ქსენოფონტეს ნაწარმოებში - „ანაბაზისი“ არის მოთხრობილი.
„ყველაზე მეტად მოგვეწონა რომ ფუტკრის ოჯახში 70-60 ათასამდე წევრი ცხოვრობს და ყველას აქვს თავისი სამუშაო, რომელსაც თითოეული წევრი იდეალურად ასრულებს, რაც არი მისაბაძი მაგალითი.
მოსწავლეებს გავაცანით თაფლის ხარისხები და პროდუქტები: ყვავილის მტვერი, ფუტკრის რძე, ფუტკრის შხამი. მათ ისაუბრეს ქართულ ფუტკარზე, რომელიც საუკეთესოა მსოფლიოში. გაცნობიერებული მოსწავლეები სვამდნენ საინტერესო შეკითხვებს“,- გვიყვება პრეზენტაციის ხელმძღვანელი.
იხილეთ ფოტოები: