„აწმყო შობილი წარსულისაგან არის მშობელი მომავალისა“- ბახვის საჯარო სკოლის იუბილეს მე-8 კლასის მოსწავლეებმა კონფერენცია მიუძღვნეს 
26-12-2024

წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სასკოლო აქტივობაში მონდომებით ერთვებიან. 

ახლახან, მერვე კლასის მოსწავლეებმა, მასწავლებელ ლუდმილა შონიას ხელმძღვანელობით, კონფერენცია - „აწმყო შობილი წარსულისაგან არის მშობელი მომავალისა“ ჩაატარეს.

მის ფარგლებში, მოსწავლეებმა სოფლისა და სკოლის ისტორია შეისწავლეს და საინტერესო პრეზენტაციები გამართეს. აღსანიშნავია, რომ კონფერენცია სკოლის 150-ე წლის იუბილეს მიეძღვნა. როგორც სკოლაში გვიყვებიან, პრეზენტაციებით სოფლისა და სკოლის წინაშე გაბრიელ ეპისკოპისის ღვაწლი წარმოჩინდა. გარდა ამისა, მოსწავლეებმა გიგო შარაშიძისა და სხვა ცნობილი ბახველების შესახებ ისაუბრეს. მათვე სოფლის წარმოშობის თაობაზე საინტერესო ინფორმაცია მოიძიეს. 

„მოსწავლეებმა ისაუბრეს თანამედროვეობის ცნობილ ბახველებზე, სკოლის ძველსა და ახალ საამაყო აღზრდილებზე. გაჩნდა აზრი, რომ კონფერენციამ საკლასო ღონისძიებიდან სასკოლო მასშტაბზე გადაინაცვლოს, რომ მოსწავლეთა და მშობელთა ფართო აუდიტორია გაეცნოს მერვეკლასელთა მიერ მოძიებული საინტერესო მასალებს“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203