რუსლან მელაძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ვაშლოვანის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა შემეცნებითი და შემოქმედებითი ღონისძიებების გამართვას. მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ რჩება მნიშვნელოვანი თარიღები და მოვლენები. წელს პოეზიის დედოფლის - ანა კალანდაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა. ამ განსაკუთრებულ თარიღს სკოლაში ღონისძიება მიეძღვნა.
მე-7 კლასის მოსწავლეებმა ანა კალანდაძის ცხოვრებასა და შემოქმედებას ლიტერატურული საღამო მოიძღვნეს სახელწოდებით - „პოეზიის დედოფალი 100 წლისაა“.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიება მრავალფეროვანი, საინტერესო და მიმზიდველი გახლდათ.
მოსწავლეებმა პრეზენტაციის საშუალებით გააცოცხლეს ანა კალანდაძის ფოტოარქივი, წაიკითხეს მისი ლექსები და პატივი მიაგეს მის მარადიულ ხსოვნას.
არა მარტო მოსწავლეებმა, არამდედ მასწავლებლებმაც წაიკითხეს ანა კალანდაძის ლექსები: „შე ისე ღრმა ხარ“, „ბოშა ქალი“, „თუთა“, „შემოდიოდა ჩვენში კალანდა“, „მე ლამაზი მეგობარი მყავდა“, „სხვა საქართველო სად არის“, „მოდიოდა ნინო მთებით“ და სხვა მრავალი...
ასევე აღსანიშნავია, რომ მოეწყო მარიამ აბულაძის და ლანა მელაძის მიერ დახატული ანა კალანდაძის პორტრეტების გამოფენა.
ღონისძიების ორგანიზატორი გახლდათ ქართული ენა ლიტერატურის მასწავლებელი იაგულ აბულაძე.
იხილეთ ფოტოები: