აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ წყემის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივირებასა და დადებით განწყობაზე პედაგოგები ზრუნავენ.
რასაკვირველია, ბავშვებისთვის შობა-ახალი წლის პერიოდი განსაკუთრებით ამაღელვებელია. ამჯერად, სკოლაში, პედაგოგთა ხელმძღვანელობით, სწორედ საახალწლო ღონისძიება გაიმართა.
მის მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ. მათ იმღერეს, იცეკვეს, ლექსები წაიკითხეს და შემოქმედებითი შესაძლებლობები გამოავლინეს.
„მოსწავლეები დიდი სურვილებითა და იმედებით არიან, რომ 2025 წელი იქნება მშვიდობის, წინსვლის, წარმატებისა და ლამაზი მომავლის წელი“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: