საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში საახალწლო ღონისძიებების სერია გრძელდება, ამჯერად ზღაპრული სანახაობა მეორეკლასელებმა მოაწყვეს და სასკოლო საზოგადოება ჯადოსნურ სამყაროში ამოგზაურეს.
IIა კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი მადონა ვარდოშვილი) წარადგინეს მუსიკალური ნომრებით გაფორმებული საშობაო ღონისძიება და დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურეს.
პატარებმა, საახალწლოდ მორთულ სხენაზე დიდი ზეიმი გამართეს და სკოლის ისტორიას კიდევ ერთი დაუვიწყარი ისტორია შემატეს.
ღონისძიების დასასრულს, ხელოვნების სკოლის დირექტორმა, ნანა ანთაძემ დამდეგი შობა - ახალი წელი მიულოცა და მადლობა გადაუხადა მოსწავლეებსა და კლასის დამრიგებელს საინტერესო და ლამაზი წარმოდგენისათვის.
აღსანიშნავია, რომ გიმნაზიის პედაგოგებთან და მოსწავლეების მშობლებთან ერთად, ღონისძიებას ესწრებოდნენ: გიმნაზიის ხელოვნების სკოლის დირექტორი ნანა (ციცინო) ანთაძე, გიმნაზიის ხარისხის მართვის მენეჯერი მაყვალა ანთაძე, გიმნაზიის სასწავლო პროცესების მენეჯერი მზიური კოჩალიძე.
იხილეთ ფოტოები: