საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის სცენაზე მე-2 კლასელებმა ზღაპრული პერსონაჟები გააცოცხლეს
26-12-2024

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეები წინასაახალწლოდ ზღაპრის გმირებად იქცნენ, კრეატიული პედაგოგები კი თავგადასავლების ავტორებად. 

ამჯერად, ზღაპარს II კლასის მოსწავლეები მოყვნენ. 

პატერებმა (დამრიგებელი ლია შარიქაძე) სასკოლო საზოგადოებას შთამბეჭდავი საზეიმო სანახაობა წარუდგინეს, შეასრულეს მუსიკალური ნომრები და  „კონკიას“ პერსონაჟები გააცოცხლეს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიების დასასრულს, ხელოვნების სკოლის დირექტორმა - ნანა ანთაძემ და გიმნაზიის ხარისხის მართვის მენეჯერმა - მაყვალა ანთაძემ დამდეგი შობა - ახალი წელი მიულოცეს და მადლობა გადაუხადეს მოსწავლეებსა და კლასის დამრიგებელს საინტერესო და ლამაზი წარმოდგენისათვის.

აღსანიშნავია, რომ გიმნაზიის პედაგოგებთან და მოსწავლეების მშობლებთან ერთად, ღონისძიებას ესწრებოდნენ: გიმნაზიის ხელოვნების სკოლის დირექტორი ნანა (ციცინო) ანთაძე, გიმნაზიის ხარისხის მართვის მენეჯერი მაყვალა ანთაძე, გიმნაზიის სასწავლო პროცესების მენეჯერი მზიური კოჩალიძე.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203