კერძო სკოლა „საუნჯეს“ მოსწავლეებმა თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენეს
18-06-2018
რუსთავის კერძო სკოლა „საუნჯეში“ მათემატიკის მასწავლებელმა ლია ბასილაშვილმა VI და VIII კლასის მოსწავლეებთან გაკვეთილი ჩაატარა. გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებში ბრტყელი ფიგურების პერიმეტრისა და ფართობის გამოთვლის უნარ-ჩვევების განვითარება და თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სასწავლო პროცესი საინტერესოდ და სახალისოდ წარიმართა, მოსწავლეები მასში ხალისით ჩაერთვნენ.